დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ვიმსჯელებთ – ბრაჟე

6 days ago 4

2

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე:

“ბალტიის ქვეყნებმა დიდი რესურსები ჩადეს იმაში, რომ საქართველო ევროპასთან დაახლოებულიყო და ეს არის ქართველი ხალხის სურვილიც.

ამიტომ, ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი დაემორჩილებიან ხალხის ნებას. ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორი იქნება უნგრეთის პოზიცია.

საქართველოში ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დგას ევროპული ფასეულობების დასაცავად, რასაც მთავრობა არ აკეთებს. გარდა ამისა, ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამიტომ, ლატვიამ დააწესა სანქციები გარკვეულ ქართველ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ შემოვლენ, ახლა კი, იმედი მაქვს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ უვიზო რეჟიმის შეზღუდვა იყოს დიპლომატიური პასპორტებისთვის, ასევე მივიღებთ სხვა ზომებს.

სრულად წაკითხვა