დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

1 week ago 22

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია.

სუს-ის ცნობით, ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი.

„აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, — აცხადებს სუსი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი მოქალაქე დააკავეს – სუსი

სრულად წაკითხვა