ჯვარის N4 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, გერონტი გოგოხია დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას არ იღებს და აცხადებს, რომ გამოცდები ფარსია და სამინისტროს სკოლებში მორჩილი დირექტორები უნდა.

,,დირექტორების გამოცდაზე არ გავედი სხვადასხვა მიზეზით, ჯერ ერთი 17 წელი ვიმუშავე და ეს სავსებით საკმარისია, მეორე, ეს ფარსია და ჩემისთანა ურჩი დირექტორების, მორჩილი დირექტორებით ჩანაცვლება უნდათ, საარჩევნოდ, რომ შეასრულონ ყველანაირი დავალება…

ამიტომ ასეთი დირექტორის, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს, კრემლის და ბიძინას ინტერესებს შესწირავს, ისეთის არჩევას კი, მ.ი. მე არ მინდა, ყველა სკოლაში, განსაკუთრებით ჩვენს სკოლაში, ყველა ფორმით გავაპროტესტებ! – წერს გოგოხია სოციალურ ქსელში.