WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, განცხადება გააკეთა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით:

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით, გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით, აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ. შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მოლაპარაკება დასრულდა. ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა, ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.