6
ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე:
მოკლედ ეს დიდი ქართველი ნაძირალა ირაკლი რუხაძე, რომელმაც ბრიტანულ სასამართლოში 170 მილიონი წააგო, ამ ამბის გადასაფარად იგონებს, რომ “რადიო თავისუფლებას” ყიდულობს და ამას ის თავისი გონებჩლუნგი “იმედი” ავრცელებს.
ეს ბადრი პატარაკაციშვილის და ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, როგორი გაყოყოჩებულია და როგორ გაიწაფა მანიპულაციურ ტყუილებში! დოლარებიანი რეგვენი!
ცნობისთვის, იმედინიუსის ინფორმაციით, ირაკლი რუხაძეს “რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვა „ტელეიმედის“ ჯგუფისთვის სურს. საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებსა და ბრენდზე. რუხაძე ცდილობს, საკითხზე „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი და სათავო ოფისის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას.
იმედინიუსი არ აკონკრეტებს, რას ნიშნავს, სურს გასაუბრება, ვერ უკავშირდება? არც კი უსაუბრია? და მხოლოდ სურვილებსა და ოცნებებზე კეთდება ეს განცხადება, თუ რაიმე სერიოზული საქმიანი წინადადებაა უკვე წარმოდგენილი.
რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო – მას $170 მლნ-ის კომპენსაცია დაეკისრა