დომუსი – პრემიუმ ბინები ვაკის პარკთან

2 days ago 1

წაკითხვა: 55

ბოლო ათწლეულებში თბილისმა განიცადა ურბანული სივრცეების ინტენსიური ტრანსფორმაცია. განვითარდა ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, ოფისები, ბიზნეს ცენტრები, სასტუმროები და სავაჭრო ობიექტები.

ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიურად მდგრადი და ენერგოეფექტური არქიტექტურის განვითარებას. ინოვაციური მასალები და ტექნოლოგიები ხელს უწყობს თბილისს გახდეს უფრო მდგრადი ქალაქი.

მშენებლობის სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. იქმნება სამუშაო ადგილები, ხდება ინვესტიციების მოზიდვა,რაც ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

მშენებლობის დარგი ბოლო პერიოდებში აქტიურად ვითარდება ჩვენ ბაზარზე. დომუსი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი და კომერციული პროექტებით. მისი სახელი ასოცირდება კომფორტთან, ინოვაციებთან და ესთეტიკურ დიზაინთან, რაც მას ბაზარზე გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს.

დომუსის პროექტები მოიცავს საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში. მათი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ვაკის რაიონში სახელწოდებით – დომუსი ვაკის პარკი.

აღნიშნული ნოვატორული პროექტი მდებარეობს ფალიაშვილის ქუჩაზე #87-ში, სადაც მობინადრეს დახვდება შესანიშნავი და ზღაპრული გარემო: მწვანე არქიტექტურა და მწვანე სახურავი მრავალფეროვანი მცენარეებით, გამწვანების და არქიტექტურის სინთეზი; პრემიუმ კლასის აპარტამენტები; მისაღები ვესტიბიული კონსიერჟით; მაღალი ჭერი; დახურული ვერანდები; გერმანული კომპანია Schüco-ს ალუმინის კარ-ფანჯარა გასაცურებელი გამღები სისტემით; Saint-Gobain-ის დაბალემისიური მინები; დანიური კომპანია RMIG-ის მეტალის ფასადი; Renson-ის მოძრავი ჟალუზები; ფინიური კომპანია Kone-ს ლიფტი.

დეველოპერული კომპანიის პროექტები არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეებია, არამედ ერთგვარი ეკოსისტემა, სადაც კომფორტი, თანამედროვე ცხოვრების სტილი და მდგრადობა თანაბრად არის შერწყმული ერთმანეთთან.

ბაზარზე მას გამოარჩევს მშენებლობის ხარისხი, რაც ამ სამშენებლო კომპანიას წარმოაჩენს ბაზრის ლიდერად. მისი მთავარი ღირებულებებია:

  • ხარისხი – კომპანია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მშენებლობის პროცესში. კომპანიის თითოეული პროექტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს მობინადრეებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს;
  • მდგრადი განვითარება – კომპანიის პროექტები ითვალისწინებს ეკოლოგიურ სტანდარტებს და ეყრდნობა ენერგოეფექტურ პრინციპებს. ეს მიდგომა არა მხოლოდ გარემოს დაცვას, არამედ მობინადრეების ხარჯების ოპტიმიზაციასაც ემსახურება.
  • ინოვაციური დიზაინი – მისი შექმნილი პროექტები გამოირჩევა თანამედროვეობითა და მულტი ფუნქციურობით. ეს არის არამხოლოდ საცხოვრებელი სახლები, არამედ სივრცეები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე ცხოვრების სტილს.
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა – კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს მობინადრეების საჭიროებებს, ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და სურვილებს, ცდილობს მათ საჭიროებებს მაქსიმალურად მოარგოს პროექტები. დომუსის გუნდის პოლიტიკა ეფუძნება იმ მიდგომას, რომ საცხოვრებელი სივრცე უნდა პასუხობდეს კომფორტისა და პრაქტიკულობის ყველა კრიტერიუმს და შესაბამისად, მათი პროექტებიც ამ კუთხით ვითარდება.

ვაკე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი თბილისში, იდეალური ადგილია საცხოვრებლად. დომუსის ბინები ვაკის პარკთან თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია ვაკეში, რაც უზრუნველყოფს კომფორტს, უსაფრთხოებასა და გამორჩეულ საცხოვრებელ პირობებს. აღნიშნული პროექტის ბენეფიტებია:

  • სტრატეგიული მდებარეობა – ეს საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია ვაკის პარკის მახლობლად, რაც მას განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს. ვაკე არის საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოებით გამორჩეული უბანი, რაც ნიშნავს, რომ აქ შეგიძლიათ იცხოვროთ ქალაქის პრესტიჟულ ნაწილში, სადაც ყველაფერი თქვენ გვერდითაა: სკოლები, უნივერსიტეტები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და რეკრეაციული ზონები;
  • თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი – დეველოპერული კომპანია პასუხობს თანამედროვე არქიტექტურულ სტანდარტებს. ამ კომპლექსის ბინები აერთიანებს მინიმალისტურ სტილს, ფუნქციურობასა და დახვეწილ ესთეტიკას. მისი ინტერიერები შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და სივრცის ოპტიმალური გამოყენებისთვის;
  • მდგრადობა და ენერგოეფექტურობა – პროექტში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. ეს საშუალებას აძლევს მობინადრეებს დაზოგონ ენერგია და ამავდროულად იზრუნონ გარემოზე.
  • მრავალფეროვანი საცხოვრებელი ფართები – კომპანია მობინადრეს სთავაზობს ბინების ფართო არჩევანს – როგორც სტუდიოდიოს ტიპის ბინებს, ასევე მრავალბინიან აპარტამენტებს და პენტჰაუსებს. შესაბამისად, კომპანია ყველა გემოვნებისა და საჭიროების მქონე მომხმარებელს სთავაზობს ბინებს;
  • უსაფრთხოება – ბინები ვაკეში აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, რაც მობინადრეებს სანდო და დაცულ გარემოს სთავაზობს. დაცული შესასვლელები, ვიდეომეთვალყურეობა და უსაფრთხოების მექანიზმები უზრუნველყოფს მობინადრეებისათვის უსაფრთხო გარემოს;
  • მომგებიანი ინვესტიცია – ვაკეში მდებარე ბინები ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა უძრავ ქონებაში, რასაც განაპირობებს მისი მაღალი ხარისხი და მდებარეობის პრესტიჟულობა. რაც ნიშნავს, რომ ბინების ფასი დროთა განმავლობაში გაიზრდება. თუ ეძებთ ინვესტიციის შესაძლებლობას, ვაკეში მშენებარე ბინები საუკეთესო არჩევანია;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება – ვაკის პარკის პროექტების გარშემო ვითარდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს პარკინგს, სპორტულ და რეკრეაციულ ზონებს, გამწვანებულ ტერიტორიებს და კომერციულ ობიექტებს. ეს ყველაფერი ქმნის მობინადრეებისათვის იდეალურ საცხოვრებელ გარემოს, სადაც ყველაფერი ახლოსა და ხელმისაწვდომია.

ვაკის პარკის სიახლოვე ქმნის იდეალურ გარემოს ჯანმრთელობისთვის. მობინადრეებს შეუძლიათ ისარგებლონ სუფთა ჰაერით, გაისეირნონ ან დაკავდნენ სპორტით. ბუნებასთან ახლოს ცხოვრება დღეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტებიდან გამომდინარე, არამედ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც.

ვაკე ყოველთვის ითვლებოდა თბილისში პრესტიჟულ უბნად. დომუსის პროექტში ბინის შეძენა არამხოლოდ კომფორტული საცხოვრებელია, არამედ მომგებიანი ინვესტიციაც.

დომუსის საცხოვრებელი კომპლექსი ვაკის პარკთან იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტს, მაღალი სტანდარტის საცხოვრებელსა და ბუნებასთან სიახლოვეს. მისი თანამედროვე დიზაინი, განვითარებული ინფრასტრუქტურა და სტრატეგიული მდებარეობა ქმნის სრულყოფილ საცხოვრებელ გარემოს თბილისში.

დომუსის ბინები ვაკის პარკთან არის ადგილი, სადაც ცხოვრების ხარისხი და ბუნების სილამაზე ერწყმის ერთმანეთს. 

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა