დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

23 hours ago 2

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელის ქნესეთში სიტყვის გამოსვლა შეაწყვეტინეს.­

კოალიცია „ჰადაშ-ტაალის“ თავმჯდომარე აიმან ოდეჰი ქნესეთის პლენარული სხდომიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც ამერიკელი ლიდერის სიტყვით გამოსვლის დროს ხელში დაიჭირა პლაკატი წარწერით: „აღიარეთ პალესტინა“. პლაკატის აღმართვას შეეცადა პარტიის წევრი ოფერ კასიფიც.

ქნესეთის თავმჯდომარის მოთხოვნით, ორივე მათგანი დარბაზიდან გააძევეს.

„ბოდიშს გიხდით ამის გამო, ბატონო პრეზიდენტო“, – განუცხადა ქნესეთის სპიკერმა ტრამპს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხუმრობით განაცხადა, რომ მომხდარი „ეფექტური იყო“, რასაც ქნესეთის წევრების მხრიდან აპლოდისმენტები და სიტყვა „ტრამპის“ სკანდირება მოჰყვა.

სრულად წაკითხვა