დონარა გვრიტიშვილი: „შენ ვინ ხარ, რომ მიმწარებ სიცოცხლეს, რომელიც უფალმა მომცა?!“

1 week ago 6

გიორგი საკარული

დღეს რომ დუმილი დანაშაული და ღალატის ტოლფასია, ამაზე უკვე ყველა თანხმდება. განსაკუთრებით მძიმე საყურებელია მსახიობ დონარა გვრიტიშვილისთვის შორეული ამერიკიდან იმ სისასტიკის ყურება, რასაც დღეს „ქართული ოცნების“ რეჟიმი ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების წინაშე სჩადის.

„ქრონიკა+“-ს ამერიკაში ესაუბრება მსახიობი დონარა გვრიტიშვილი:

_ ამერიკაში წავედი სრულიად სპონტანურად, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს „საქართველო და მსოფლიო“ და ჩემი თემა უნდა ყოფილიყო ნარატივი. წავედით ევროპაში და იქიდან მერე აღმოვჩნდით ამერიკაში. ზოგი დარჩა, ზოგი წავიდა და ა. შ. ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი დარჩა და მეც ვიფიქრე, ცოტა ხანი ვიქნები-მეთქი და ზუსტად 6 თვის თავზე დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი, გავხდი სერიოზული სამკურნალო და საოპერაციო. აქ სათვისტომოში არის ნოკოლოზ ჩხეიძე და ეს ადამიანი აღმოჩნდა, არც მეტი არც ნაკლები, წმინდა ნიკოლოზის ნების შემსრულებელი. ისე დამიდგა გვერდით, ისე მომკიდა ხელი და ისე მიპატრონა, რომ ვერ წარმოიდგენთ, თორემ მარტო შიშისგან, სიმარტოვისგან და სტრესიდან შეიძლებოდა, რომ გარდავცვლილიყავი. შევრჩი ამის გამო ამერიკას, რადგან ამ ადამიანმა დამაყენა სწორ გზაზე, დაზღვევა მქონდა და ამან აანაზღაურა ყველაფერი, მკურნალობა, ოპერაცია…

_ ახლა როგორ გრძნობთ თავს, ხომ ყველაფერი კარგადაა?

_ უკეთესად ვარ. სერიოზული კურსი გავიარე. მონოკლონური ანტისხეულები ჩამიტარეს მთელი ერთი წლის მანძილზე, სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად ვიყავი, ფერზეც მოვედი, ჩემი წონა დავიბრუნე და ფიზიკური შესაძლებლობები, მაგრამ რაც ეს ამბები დაიწყო საქართველოში, ძალიან ცუდად ვარ. მე ვარ ძალიან მგრძნობიერე და ზეემოციური ადამიანი. გარდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ასეთი ნატურა ვარ. ომი რომ დაიწყო უკრაინაში, აქ მქონდა მეორედ მოსვლა, ისეთი ტირილი და ამბავი მქონდა ატეხილი. გოგოებმა მითხრეს, რომ დონარა, თუ არ გაჩერდები და თავს ხელში არ აიყვან, ძალიან ცუდი შედეგები იქნებაო და მართლაც, ამ ემოციებმა დამანგრია. წარმოუდგენელია, ახლა რასაც ვუყურებ საქართველოში, ეს ძალადობა, აიტანო. ყველაზე მეტად რაზეც ვგიჟდები ცხოვრებაში, არის ის, რომ აი, მე ძალა მაქვს და შენ მოგერევი, აქ უკვე არ ვიცი, რა მემართება, შემიძლია თავი შეგაკლა. შენ იმიტომ, რომ დღეს ხარ სხვა პოზიციის და შეგიძლია შენი პოზიციით მე დამჩაგრო, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი არაადამიანობა საკუთარი ხალხის მიმართ.

_ ამ თემას უნდა შევხებოდი, თუმცა თავად წამოიწყეთ ამაზე საუბარი და გკითხავთ. ალბათ, ორმაგად რთულია, როდესაც ამ ძალადობრივ რეჟმს და მათ სისასტიკეს უყურებ შორიდან და ხარ სრულიად უმოქმედო იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად არაფრის გაკეთება ამ დროს ადამიანს არ შეუძლია.

_ 100 პროცენტით მართალი ხართ და ეს არის აუტანლად ძნელი და რატომ, გეტყვით: ჩემი სტილი არ არის, დაწერე-უპასუხე, ნაცი-ქოცი და ა. შ. გული მერევა ამ ყველაფერზე. ამ მარაზმში არ შევდივარ და ზოგადად სტატუსებით არ გამოვდივარ ხოლმე. ჩემთვის სოციალური ქსელი ძალიან საინტერესოა სხვა კუთხით, რადგან ვეცნობი უამრავ საინტერესო ამბავს და ბევრ ინფორმაციას ვღებულობ. შესაბამისად, ემოციურად ისევ ვასკდები საკუთარ თავს. მე იმ თაობას მივეკუთვნები, როდესაც 33 წელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვათრიეს, ხანდახან სიტყვები არ მყოფნის, ისეთი დღეები გვაქვს გამოვლილი. დედაენის დაკარგვის დღიდან, 9 აპრილი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის დაკარგვა, 90-იანები, ათასი უბედურება, ომი, შიმშილი, ძარცვა, ქუჩებში მკვლელობები, ღვეზელების გამოცხობა და გაყიდვა თბილისის ზღვაზე იმიტომ, რომ შვილები შიმშილით არ დამხოცვოდა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, დიდი უბედურება გადავიტანე როგორც მე, ასევე სხვებმაც. ახლა რომ მეგონა, რომ ამერიკაში, სადაც სიცოცხლე გადამირჩინეს და ცოტა ხანი დრო მექნებოდა, ცხოვრებით დავმტკბარიყავი, ამის შესაზლებლობა არ მომეცა. ჯერ იყოს და უკრაინის ომმა დამანგრია და ახლა არის და ეს უბედურება გვჭირს საკუთარ ქვეყანაში. ამას ხომ ცრემლისა და გულის გახეთქვის გარეშე ვერ ვუყურებ. ნაწილებად იშლები ადამიანი ფიზიკურად, მორალურად, შიგნიდან გტკივა, იმიტომ რომ დედა ხარ, შვილები მყავს, ისინი, ვინც დღეს აქციაზე დგანან, ჩემი შვილები არიან.

იცით, რას ვნატრობ? ნტავ, საქართველოში ვიყო, რომ გადავეფარებოდი მაინც-მეთქი ამ ბავშვებს, საკუთარ შვილებს მაინც დავიცავდი, სხვას თუ ვერაფერს გავაკეთებდი. არავის დავუშლი წასვლას, არ დავუშვებ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას და არასოდეს გავბედავ. ის, რაც ჩემმა თაობამ ვერ გააკეთა, ეს ახალგაზრდები გააკეთებენ.

_ ქალბატონო დონარა, არის თუ არა დღეს ამ ყველაფრის ფონზე დუმილი და სირაქლემის პოზაში ყოფნა დანაშაული?

_ მე ვერ წარმოვიდგინენ, თუ დღეს ვინმე ამ პოზაში არის.

_ სამწუხაროდ, არიან, თუნდაც თქვენი კოლეგები, თუმცა ეს ყველას არ ეხება, რადგან მსახიობების დიდმა ნაწილმა ძალიან მკაფიოდ და კარგად გამოხატა თავიანთი პროტესტი.

_ ალბათ, ვისაც ივანიშვილი ხელფასს უხდის და ეშინიათ საარსებო წყაროს დაკარგვის, ისინი დუმან, რაც არ ამართლებს, მაგრამ მათი გაგებაც შეიძლება და ვერავის მიაწვები, გინდა თუ არა, გმირი იყავი, გამოდი და ლუკმა-პური გამოაცალე შენს შვილებსო. მაგრამ ახლა დუმილი და სირაქლემის პოზაში ყოფნა არის დიდი დანაშაული. ისეთი რეალობა ხდება და კანკალებს ჩემი ქვეყანა, რომ გამორიცხულია, ახლა ვინმემ სირაქლემის პოზიცია დაიჭიროს, ეს ღალატია. თუ თავს არ შეაკლავ და არ გახვალ, შენი აზრი მაინც დააფიქსირე, შენი პოზიცია გამოხატე, რომ ქართველი ხარ, გული ხომ შეგტკივა და ხომ არ გინდა, რომ ამ რეჟიმს შენი ახალგაზრდები შეეწირონ. ეს უკვალოდ არ ჩაივლის.

_ თქვენ ცხოვრობთ ამერიკაში. ქვეყანა, რომელიც გაძლევს ყველაფერს იმისთვის, რომ საკუთარი თავსი რეალიზება შეძლო და ოცნებები აისრულო, რეალური ოცნებები და არა ისეთი, როგორც ოცნებებშიც ჩვენ, ქართველ ხალხს უკვე 12 წელია გვიწევს ცხოვრება. რას ეტყვით საზოგადოებას, მომავალ თაობას, იმ ადამიანებს, რომლებიც კიდევ რუსეთს მისტირიან, რატომ არის კარგი საქართველოსთვის ევროპული მომავალი და ამერიკასთან ახლო ურთიერთობის დამყარება?

_ რაც საკუთარ თავზე განვიცადე და გავიარე, იმას გეტყვით. სამედიცინო დახმარება, ხალხო!!! 6 თვის ჩამოსული ვიყავი, არაფერი სტატუსი არ მქონდა, გარდა სტუმრისა, გამიკეთეს 100 ათასი დოლარინი ოპერაცია, გამიკეთეს თერაპია, დაფასებულად გრძნობ ადამიანი თავს და ეს არის ევროპა და ამერიკა. ერთი ფერადკანიანი რომ მოკვდა, ნახევარი ამერიკა გადალეწეს. ევროპა არის ტკბილი სიბერის გარანტია, ჯანსაღი ცხოვრება, სიცოცხლით ტკბები. შიცოცხლეს, რომელიც უფალმა მომცა, შენ ვინ ხარ, რატომ მიმწარებ, რატომ მისპობ და რატომ მიუბედურებ ცხოვრებას. ევროპაში ადამიანები ბედნიერები არიან და ამიტომაც უნდა ამ თაობას ევროპა, რადგან იციან, როდესაც ევროპულ სტანდარტებს დაცავს ქვეყანა და პიროვნება და ჩვენ გავხდებით ღირსეულად ნამდვილად ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა, სულ სხვა ცხოვრების დონე გვექნება, სხვა ცხოვრება ექნებათ ახალგაზრდებს, ზრდასრულებს და ჩვენს მოხუცებს. აქ მოხუცებულთა პანსიონატებია და გეფიცებით, რომ შეხვიდეთ, შეიძლება გამოსვლა აღარ მოგინდეთ. როიალი დგას, უმაღლეს კომფორტში არიან, ფრეშ წვენებს იკეთებენ, საოცარი მომსახურება აქვთ, უდიდეს სიყვარულს იღებენ, რა თქმა უნდა, ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათ ამის საშუალება აქვთ, რადგან ცხოვრების უზრუნველყოფა აქვთ, ისინი ამ პენსიას რომ იღებენ, სიბერეს ღირსეულად ატარებენ, არავისზე დამოკიდებულები არ არიან. ამერიკელი თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე არის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული, ისეთ პატივს სცემენ თავიანთ მშობლებს, რომ შურით შეიძლება გული გაგისკდეს. ცხორვების ხარისხია აქ მაღალ დონეზე. რატომ უნდა შიოდეს ქართველს დღეს?

_ რა დამოკიდებულება აქვთ ქართველ ემიგრანტებს დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით?

_ აქაც ეგრეა. დედები ძალიან იტანჯებიან და დიდ განცდებში არიან, რადგან რთულია, შვილის გვერდით როცა არ ხარ და ხედავ, თუ რა ხდება შენს სამშობლოში. ზოგადად ქოც-ნაცობა აქაც იყო, თვიდან იყო დაპირისპირებები, მაგრამ ახლა ორივე მხარე მაინც ერთ პოზიციაზე არის შეჯერებული და ყველა გმობს საქართველოში არსებულ სასტიკ ვითარებას. იცით, გული რაზე მწყდება? არავინ ზის ერთი ადამიანი მთავრობაში ისეთი, რომელსაც ეცოდინება, რომ ზეწოლა კიდევ უფრო დიდ ზეწოლას იწვევს. როდესაც ადამიანს, კომპეტენტურ პიროვნებას თუ რაღაცა ჯგუფს ძალმომრეობით ებრძვი, იქ უკვე ძალმომრეობა ასმგადება. ამათ ბრძოლაში გამოსავალი არ არსებობს. ერთი გონიერი ადამიანი არ უნდა გამოჩნდეს პარლამენტში ან მთავრობაში, რომელიც გამოვა და თეთრ დროშას ააფრიალებს? სიბრძნისა და სიყვარულის ენით დაელაპარაკოს ამ ახალგაზრდებს და დიალოგის რეჟიმში გადაიყვანოს ეს ურთიერთობა და არა მსხვრევა-მტვრევის რეჟიმში. ამ რეჟიმით ვერსად მივალთ.

_ სად არის გამოსავალი?

_ სიყვარულში, ნდობაში, მოლაპარაკების რეჟიმში უნდა გადავიდეს და მთავრობა უნდა წავიდეს დათმობაზე. თავისი სიჯიუტის გამო ნუ შეიწირავს ამდენ ახალგაზრდას.

_ კარგ შემთხვევაში უნდა გადაგეს მთავრობა.

_ ამინ. მაპატიე, მაგრამ არ მჯერა ამისი. ეგ რომ გააკეთო, ძალიან მაღალი შეგნება უნდა გქონდეს. მიშა რომ მიშა იყო, ხომ წავიდა, ხომ დაგვანება თავი, აღარ გვინდა ახლა ესენი. სისხლიანი 9 წლით ხომ მანიპულირებდნენ, ახლა სისხლიანი შემოდგომა მოიტანეს. უარესი არ გააკეთეს? ადამიანების სიცოცხლით თამაშობენ თავიანთი სკამების გამო და ესენი გადადგებიან? ღმერთმა ქნას. აქედან ისეთ მაღარიჩს ვიკისრებ, რასაც მთხოვთ, იმას გამოვაგზავნი.

_ მთავარია, ჯანმრთელად იყოთ და კარგად, ეგ გაგვიხარდება ყველას. ქალბატონო დონარა, რას საქმიანობთ მანდ. დიდი ხანი აპირებთ ემიგრაციაში ყოფნას?

_ სავრაუდოდ, 2 წელი ვიქნები კიდევ აქ, მკურნალობა კიდევ დამჭირდა. ასევე ვმუშაობ, ქართულ სტუდიაში „არტ გენი“ ვდგამთ საბავშვო სპექტაკლებს, ამ სტუდიაში ვამზადებთ ბავშვებს, მეტყველებაში ვამეცადინებთ და ბევრ საინტერესო რამეს ვაკეთებთ.

_ თეატრი მოგენტარათ?

_ ხუთი წელია, სცენაზე არ ვმდგარვარ და რა გითხრათ, საოცრად მენატრება სცენა. მენატრება ჩემი შვილები, ჩემი ქვეყანა, ჩემი თბილისი მენატრება, ძალიან დიდი ტანჯვა ყოფილა თბილისის გარეშე ცხოვრება. თუ სასწაული მოხდა, ვიცოცხლებ და უფალმა თუ მომცა სიცოცხლის გაგრძელების საშუალება, პირველი, რასაც ვიზავმ, რომ ჩამოვალ საქართველოში, თეატრს მივაკითხავ.

_ თეატრს მიაკითხავთ და დარწმუნებული ვარ, კიდევ არერთ საინტერესო როლს შემოგვთავზებთ და მალე დაუბრუნდებით თქვენს საყვარელ საქმიანობას.

_ დიდი მადლობა რომ მომიკითხეთ და ღმერთმა გისმინოთ.

The post დონარა გვრიტიშვილი: „შენ ვინ ხარ, რომ მიმწარებ სიცოცხლეს, რომელიც უფალმა მომცა?!“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა