,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ უკამათია. დოქი რატოა? ფორმით არის, თუ რითია? დაარქვეს დოქი გრაფინს, მერე ვიღაცის ახირება, ვიღაცის პატივსაცემად, ასე პირად ემოციებზე აწყობილი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ე.წ. კულტურული ძეგლის ჭკუაზე მოყვანა როგორც ჩვენთან ვიტყვით ხოლმე. კონდიცირება და სისტემა, რომელიც რომ შეხვიდე შენობაში და გადარჩენის საშუალება რომ მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა. უხარისხოდ ნაშენები, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალზეა გათვლილი,” – ამბობს მდინარაძე რიყის დოქებზე.მდინარაძის ინფორმაციით, მეპატრონეები, მზად არიან, რომ რიყის დოქები “დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს”:”ახლა კეთილი ინებონ პატრონებმა, ფული მისცენ, რომელიღაც მათმა ბიზნესმენმა დააფინანსოს და ორმაგი რომ დაუჯდება, მერე ხარჯები მოგვიყვანონ, რამდენად წარმატებულ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, ოღონდ სხვა ადგილზე. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა ირონიულად. როგორც ჩემთვის ცნობილია, მზად არიან, საჩუქრად, დაშლილ მდგომარეობაში გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გარისკავს და ამ ე.წ. კულტურულ ძეგლს, ამ რაღაცას წაიღებს და ააწყობს, სადაც უნდა, რომელიმე კერძო ტერიტორიაზე“, – თქვა მდინარაძემ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა.

1 week ago
27







English (US) ·
Georgian (GE) ·