7
სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დროა ადმინისტრაციამ აშშ-ის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოიყენოს.
“ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს თავისი პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხზე.
ასევე, ვთხოვთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში.
ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შევახსენოთ, რომ ქმედებებს შედეგები მოაქვს.
ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას”, – წერია განცხადებაში. (მთავარი არხი)