წაკითხვა: 1
“ინტერნეტსივრცეში ახლახან ნანახმა ერთმა ვიდეომ კვლავ გაააქტიურა ის პრობლემა, რომელზეც საზოგადოებაში აქამდეც არაერთხელ უმსჯელიათ. საუბარია იმ სრულიად მიუღებელ პრაქტიკაზე, როდესაც ცალკეული პირები სხვადასხვა ქვეყნის ტრიბუნას საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ.
ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს ღირსება საკუთარი შიდა პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების მცდელობაში გამოიხატება. ყოვლად დაუშვებელია ტენდენცია, როდესაც მოქალაქეები პოლიტიკური თუ პირადი დღის წესრიგის გასატარებლად უცხო სახელმწიფოთა დედაქალაქებში ჩადიან და იქიდან ეწევიან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. სახელმწიფოს ინსტიტუტების დაკნინება და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ხალხის იმიჯის გამიზნული შელახვა პირდაპირ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს.
ჩვენს ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს და საზოგადოება განვითარების საკმაოდ რთულ გზას გადის. ბუნებრივია, არსებობს შიდა უთანხმოებები და პრობლემები, თუმცა მათი განხილვისა და გადაჭრის ერთადერთი სივრცე მხოლოდ საქართველოა. გარე ძალებთან აპელირებით და ფაქტების დამახინჯებით ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვის მცდელობა დაუშვებელია და მსგავსი ქმედებების ავტორები შესაბამისად უნდა ფასდებოდნენ.
დროა დასრულდეს საკუთარი ქვეყნის ხარჯზე უცხოელებთან ქულების დაწერის სამარცხვინო პრაქტიკა. საქართველომ თავად უნდა მიხედოს საკუთარ შიდა საქმეებს და დაალაგოს არსებული ვითარება. ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივი აზროვნების მცირედი ნაპერწკალი მაინც შერჩენია, უპირობოდ უნდა სცეს პატივი ამ ფუნდამენტურ პრინციპს.
“- წერს ირაკლი ყიფიანი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

1 hour ago
2








English (US) ·
Georgian (GE) ·