
საქართველოს პროკურატურამ 26 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურას თავად საგამოძიებო კომისიამ მიმართა. პროკურატურამ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხაზარაძეს ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილ სავარაუდო სისტემურ დანაშაულებს შეისწავლის, გუშინდელ სხდომაზე „ლელოს“ კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიწვია, რომელიც ასევე არ გამოცხადდა. კომისიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის მიმართაც მსგავსი ზომა გამოიყენოს და პროკურატურას საქმის გამოძიება სთხოვოს.
გუშინდელ სხდომაზე კომისიამ ჯემალ ლეონიძეს მოუსმინა. საქმე ეხება სავარაუდო ბიზნეს რეკეტს ლეონიძის მიმართ, რომელიც შპს „მაგნატის“ მფლობელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში. ლეონიძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთაც მაშინ პოლიტიკური თანამდებობები არ ეკავათ, საქმეში თიბისი ბანკის წარმომადგენლებად იყვნენ ჩართულნი.
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო მუშაობას 26 ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ, პირობა დადეს, რომ კომისიის სხდომებზე არ გამოცხადდებიან.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/03/2025 – ინიცირებული ცვლილებებით, ნაცმოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას ნებისმიერ ეტაპზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის უფლება ენიჭება
- 14/02/2025 – ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
- 07/02/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტში ნაცმოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა
- 09/01/2025 – ქართული ოცნება “ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო “სისტემური დანაშაულების” შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას აანონსებს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
25/03/2025 - 14:15
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს
14/03/2025 - 15:35
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ თაღლითური ქოლცენტრების ხელმძღვანელებს ქონება დაუყადაღა
10/02/2025 - 14:30
პროკურატურამ საქართველოს წინააღმდეგ სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
08/02/2025 - 16:02
მამუკა ხაზარაძე გახარიას პარტიას საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს
03/12/2024 - 22:30
პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ბრალდებით სამ პირს ბრალი წარუდგინა
27/11/2024 - 14:19