“დროშის და ჰიმნის გამო გვიჭერენ და რამ უნდა გაგვაჩეროს?!” – აიტი სპეციალისტები მესამე დღეა ქუჩაში არიან

6 days ago 3

ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებიც. აიტი სპეციალისტები უკვე მესამე დღეა ქუჩაში არიან გამოსულები. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ახალი არჩევნები და უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.

პირველ რიგში, აქ შეკრებილი ყველა ადამიანის მთავარი სამსახური არის სამშობლოს სამსახური. სხვა გზა არ გვაქვს და უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი და ევროპული. „ქართული ოცნება“ რა ნარატივსაც ატარებს, თითოეულ ადამიანის ემუქრება საფრთხე. ქუჩაში რომ გამოვდივარ, არ ვიცი სახლში მივალ თუ არა. ვიღაცის ეჭვის გამო შეიძლება დამიჭირონ, იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ შეიძლება დანაშაული ჩავიდინო. დროშის და ჰიმნის გამო გვიჭერენ და რამ უნდა გაგვაჩეროს?!, – ამბობს აქციის მონაწილე.  

სრულად წაკითხვა