„დუტა ყოველთვის იყო ადამიანი. სადაც არ უნდა ემუშავა, რა მიუღებელ გარემოშიც არ უნდა ყოფილიყო, დუტად რჩებოდა ყოველთვის“, – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ დუტა სხირტლაძის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, რომელშიც დუტა სხირტლაძე ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დგანან, მხარდაჭერას უცხადებს.
კერძოდ, დუტა სხირტლაძემ გააზიარა ფოტო იმ არასრულწლოვანი ბიჭისა, რომელიც აქციაზე დააკავეს.
„დუტა ყოველთვის იყო ადამიანი. სადაც არ უნდა ემუშავა, რა მიუღებელ გარემოშიც არ უნდა ყოფილიყო, დუტად რჩებოდა ყოველთვის.
დადიოდა აქციებზე.
არ მალავდა ბრაზს.
და როცა არჩევანის წინაშე დადგა, ისევ ადამიანად ყოფნა არჩია.
ამიტომაც იქნება სულ დუტა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ასევე ცნობილი გახდა რომ სხირტლაძის მეუღლემ გამოცემა Ambebi.ge-ს დაუდასტურა რომ დუტამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა.