“დღევანდელი დღე საშინელი ამბით დაიწყო!” – რას წერს გია ხუროშვილი

4 hours ago 2

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაციას მებრძოლის ოჯახის წევრი და სხვა მებრძოლებიც ავრცელებენ.

დღევანდელი დღე საშინელი ამბით დაიწყო! კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, კახა თილიძე, რუსებმა უკრაინაში მოკლეს.

იშვიათად შემხვედრია ისეთიბევრი დადებითი თვისება ერთ ადამიანში: განათლება, პატრიოტიზმი, მებრძოლი სული, ძლიერი ორგანიზაციული უნარები და ურყევი თავდადება თავისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

ვინც კახას იცნობდა, გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ასე მალე შეიძლებოდა მისი სიცოცხლე დასრულებულიყო.

პუტინი ტერორისტია!

მან პასუხი უნდა აგოს უდანაშაულო ადამიანების მასობრივ მკვლელობებზე.

სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს!, – წერს გია ხუროშვილი.

კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, უცნობია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო

სრულად წაკითხვა