დღევანდელი ოპოზიცია არის მარცხების კოლექციონერი – ნიკა გვარამია

2 months ago 31

დღევანდელი ოპოზიცია არის მარცხების კოლექციონერი”- განაცხადა ნიკა გვარამიამ 12 მარტს, “მთავარი არხი”-ს ეთერში, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” სტუმრობისას.

“მე ჩემი თავიც შეიძლება მივათვალო ამაში, იმიტომ, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ვარ. ეს ყველაფერი არის მარცხების დიდი კოლექცია.

აქედა გამოსავალი არის ის, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს არის ოპოზიციაში და არის მარცხების კოლექციონერი, უბრალოდ არ პასუხობს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს, არც საქართველოს ამომრჩეველს. ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არის დახავსებული, ჩამორჩენილი  და არაკვალიფიციური, ყველას არ ვგულისხმობ, ძალიან ბევრი ახალი და საინტერესოა, “- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სრულად წაკითხვა