დღეიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი

2 days ago 4

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო.

ამ დრომდე კანონში ეწერა, რომ „პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად“.

„პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით“, - წერია „პოლიციის შესახებ“ კანონის ახალ ჩანაწერში.

დოკუმენტმა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტაც ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა ხელი.

კანონპროექტის მიღება დროში ემთხვევა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე ხალხმრავალ დემონსტრაციებს. ბარიერგადალახული ოპოზიცია და აქციაზე მყოფი ათასობით ადამიანი ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.

სრულად წაკითხვა