WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ვრცელდება მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და გაზიარებული აქვს მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულის ამ ინფორმაციას თან ერთვის ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტის გრაფიკული ასლი, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისგანაა:

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას!

ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას!

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს!

დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.