დიდი დიღმის მაცხოვრებლები განცხადებას ავრცელებენ:
დღეს, 6 დეკემბერს, 20:00-ზე დიდი დიღმის მაცხოვრებლები ვიკრიბებით ბენდუქიძის დასახლებასთან არსებულ ბოლო გაჩერებასთან და ვატარებთ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას ანბანის პარკის (გუდვილის) მიმართულებით.
მოგვიანებით კი ინდივიდუალურად შევუერთდებით მთავარ აქციას რუსთაველზე. სასურველია ვიქონიოთ ეროვნული სიმბოლიკა და სასტვენები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვყვეთ ავტომობილებითა და მოპედებით.
ცვლილებები იწყება თითოეული ოჯახიდან და თითოეული უბნიდან!