გუშინ, 4 იანვარს ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტზე მცირე ინციდენტი მოხდა.
რამდენიმე აქტივისტი ბუზალაძის კონცერტზე მივიდა, აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანა, მომღერლის მისამართით კი სკანდირებდა „სირცხვილია“.
„სირცხვილია“ – ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის კონცერტი მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები მივიდნენ
ნუცა ბუზალაძემ მათ ჯერ სცენიდან მიმართა და უთხრა, რომ სამარცხვინო სწორედაც რომ მათი ქცევაა.
„სირცხვილოს“ თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად, სირცხვილი თქვენ…ამაში ფული გაქვთ აღებული,“ – მიმართა ნუცამ აქტივისტებს.
ვიდეო: „სირცხვილოს“ თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად, სირცხვილი თქვენ…ამაში ფული გაქვთ აღებული“ – ნუცა ბუზალაძის მიმართვა აქტივისტებს
მოგვიანებით მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბათუმში მომხარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„დღეს 5 ცალი ცაკალელი ფაშისტი გვესტუმრა კონცერტზე. თან თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა არ დაეზარათ. ისე, 5 წუთში კი გამოაბუნძულა ხალხმა კონცერტიდან, მაგრამ მე მინდოდა ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყვნენ, იქნებ ოდნავ მაინც ეგრძნოთ სიყვარული და სინათლე, მაგრამ მგონი მაგათ ბოლომდე თავიანთ სიბოროტეში განადგურება უწერიათ. ალბათ, ჩვენ ვეღარ დავეხმარებით, სამწუხაროა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წერს,“ – წერს ნუცა ბუზალაძე.