WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

"დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების, დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს არის ის დღე, როცა "ქართული ოცნება" ცდილობს და ვერ მიაღწევს ამას, რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში" - ასე იწყება ვიდეომიმართვა.

მისი შეფასებით, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, იშვიათი მოვლენაა და ჯერ არც ერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია - "რასაც ქვია აკრძალვა ყველასი."

"თუ ვინმეს შეუძლია რომ დაასახელოს რომელიმე ინსტიტუტი, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელიც არ არის ბოლომდე ქართული ოცნების ხელში, სპეციალურ პრემიას გადავცემ" - ამბობს ის და აქვე აკრიტიკებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიას "გახარია საქართველოსთვის. ამ პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ითხოვდნენ მათი საქმე ცალკე განხილულიყო - მათ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. სასამართლო განხილვის პარალელურად ამ პარტიის წევრები სოციალურ ქსელებში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ცინიკურ მოსაზრებებს წერდნენ.

"იმ დროს როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება, არც სოლიდარობაა არც რამე გულშემატკივრობა სხვების, რა მნიშვნელობა აქვს აქ რომელი პოლიტიკურ პარტიას ეხება.

მე, ჩემი გემოვნება, თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაში არ არის - აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ვერ ხვდება ერთი პარტია და მისი რამოდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები თუ ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ " - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

5 წუთიანი ვიდეომიმართვის ბოლოს ის მოქალაქეებს ერთად დგომისკენ და ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო - სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.