2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით (არა)რიტორიკული შეკითხვების პარალელურად კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე მინიშნებებს აკეთებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“მაგ დღეს მე კი ვიყავი იქ, “ნიუსრუმში”, როდესაც სპეცრაზმმა ჟურნალისტები, კარგი ტერორისტებივით, იატაკზე დაგვყარა, მაგრამ თქვენ, დღევანდელი ქოცები სად იყავით?
სად იყო მაშინ, მაგალითად ბატონი ბიძინა?
შეგახსნებთ, რომ თავად აქვს ნათქვამი, სააკაშვილთან თანამშრომლობა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე დავასრულეო, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ისევ მიშას ვუჭერდიო.
ანუ 7 ნოემბერი, დღეს ასე რომ გვატირებს მათი პროპაგანდა, გვიყვება რა საშინელება იყო, ბიძოსთვის სულაც არ აღმოჩნდა იმ დონის საშინელება, რომ ამის ჩამდენთან ყველანაირი ურთიერთობა გაეწყვიტა. ჩვეულებრივად გააგრძლა მიშას მხარდაჭერა. ალბათ, მოუწონა კიდეც საქციელი.
ასევე ჩვეულებრივად გააგრძელა მიშას მხარდაჭერა კახა კალაძემ, მიშას მხარდასაჭერ გადაცემებში იღებდა მონაწილეობას და აქეთ ლანძღავდა მაშინდელ ოპოზიციას.
არავინ იცის, სად იყო მაშინ დღევანდელი საპარლამენტო უმრავესოსბის 99 პროცენტი, რომელ თბილ ადგილზე იყო შემძვრალი და გაყუჩებული.
ზოგი კი ვიცით, მაგალითად შარმანაშვილი ამის მერე მიშამ ჯერ საკონსტიტუციო კომისიაში დანიშნა და მერე იქ კარგად შესრულებული დავალებისთვის სომხეთში ელჩობით დააჯილდოვა.
სხვა წვრილფეხობებს აღარ ჩამოვთვლი, მოდი ვიკითხოთ, სად იყვენენ ივანიშვილის მთავარი მოლაპარაკე თავები?
მაგალითად, პაპაუშვილი გერმანიის მთავრობის ფონდში იყო შემძვრალი და გერმანიის დავალებებს ასრულებდა, როგორც თავად ამბობს ანუ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდა.
კობახიძეც ასევე სართაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა და ხმას არაფერზე იღებდა.
რომ ჰკითხო, ხმას რატომ არ იღებდითო, გეტყვიან, სამსახურის წესდება კრძალავდა პოლიტიკურ განცხადებებსო და ეს გამრთლება ჰგონიათ.
დღეს კობახიძეს და პაპუაშვილს რომ ჰკითხო, მაშინ ქვეყანას ჰყავდა ხელისუფლება რომელიც სამშობლოს ღალატობდა, ქვეყანას ანადგურებდა და მიუხედავად ამისა მათ მაინც ხელფასი ერჩივნათ სამშობლოს და ამიტომ ხმას არ იღებდნენ, ჩუმად უყურებდნენ, თურმე, როგორ იქცეოდა ქვეყანა და ეს ჰგონიათ გამართლება.
ანუ დღეს აქეთ გვიკითხავენ მორალს ისინი, ვინც მაშინ ან მიშას გვერდით იდგა, ან ჩუმად იყო კარგი ხელფასის დაკარგვის შიშით, ან მაშინდელ ძალადობაზე თუ იღებდა ხმას, ახლანდელი ძალადობა მოსწონს და ტაშს უკრავს.
ესაა სულ, რაც ქოცებზე უნდა იცოდეთ“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა