დღეს დედაქალაქს პროტესტის მასშტაბური ტალღა მოიცავს. უწყვეტი პროტესტის მე-16 დღეს, დილის 11 საათიდან თბილისში სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობებს გამართავენ.
სტუდენტები, ხელოვანები, მუსიკოსები, დიზაინერები , სტარტაპერები, იურისტები, სამედიცინო საზოგადოება, HR პროფესიონალები, ფინანსური სფეროს, IT სფეროს და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები, პროდასავლური ოპოზიცია – სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, დღის ბოლოს კი – საღამოს 19 საათზე ყველა ერთად რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება
საპროტესტო აქციების ჩამონათვალი:
11:00 სთ – რესპუბლიკის მოედანი – IT/TECH კომუნის მარში
12:00 სთ – სტარტაპერების შეკრება GITA-სთან
13:00 სთ – რესპუბლიკის მოედანი – ფინანსური სფეროს წარმომადგენლების მარში;
13:00 სთ – რესპუბლიკის მოედანი – HR პროფესიონალები და ტრენერები;
13:00 სთ – განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი – სტუდენტების აქცია;
14:00 სთ – არქივის შენობა – გაფიცული ხელოვანების მსვლელობა EU-ს ქვეყნების საელჩოებისკენ;
14:00 სთ – ვაკის პარკი – დიზაინერები საქართველოსთვის;
14:00 სთ – მუსიკის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი;
14:00 სთ – თბილისის მერია – “კოალიცია ცვლილებისთვის” საპროტესტო აქცია;
14:30 სთ – ვაკის პარკი – PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები;
17:00 სთ – უზენაესი სასამართლო – ადვოკატების, იურისტების, იურიდიული ფირმების ასოციაციების პროტესტი;
17:00 სთ– ეკონომიკის სამინისტრო – ღვინის კომუნის პროტესტი;
17:00 სთ – თსსუ-ს ეზო – სამედიცინო საზოგადოება [ექიმები, სტუდენტები, ლექტორები]
18:00 სთ – მარჯანიშვილის მეტრო – ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
19:00 სთ – მარჯანიშვილის მოედანი – ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების მსვლელობა პარლამენტისკენ;
20:00 სთ – რესპუბლიკის მოედანი -ფსიქოლოგების მარში;