დღეს ზამთრის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

7 hours ago 4

21.12.2024 მაგიური დღე – ამ დღეს არის ზამთრის ბუნიობა, ენერგეტიკულად ჯადოსნური დრო, როდესაც ხდება უძლიერესი კოსმიური ენერგიის ამოფრქვევა იხსნება ბედნიერების ზეციური პორტალი.

ამ დროს მზე მაქსიმალურად იხრება სამხრეთ ნახევარსფეროსკენ – 26,457 წუთში 23 გრადუსით და ასტრონომიული ზამთარი დგება.

ამ პერიოდს იოლის დღესასწაულსაც უწოდებენ და როგორც აღმოჩნდა ძალების აღდგენის დროა. ეს დღესასწაული მზის დაბადების დღეს აღნიშნავს. მედიტაციისა და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენების პერიოდია. 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით კარგად გააანალიზეთ თქვენი მიღწევები, განთავისუფლდით ძველი უსიამოვნებებისა და გამოუსადეგარი საგნებისგან.

რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს:

დაანთეთ სანთლები – სასურველია ყვითელი, ნარინჯისფერი,წითელი ან თეთრი ფერის

გადაუხადეთ უფალს და სამყაროს მადლობა ყველაფრისათვის, რაც გაგაჩნიათ

მოიშორეთ უსარგებლო ნივთები, ნეგატიური ემოციები, გაწმინდეთ სივრცე საკმეველით, სურნელოვანი ჩხირებით

მიიღეთ აბაზანა ან შხაპი

აუცილებლად ჩამოწერეთ თქვენი სამომავლო გეგმები ასრულებულ ფორმაში

შეეცადეთ ეს დღე გაატაროთ მშვიდად, პოზიტიური განწყობით, საუკეთესოა ლოცვა და სულიერი პრაქტიკები

დაეხმარეთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ფულით, საკვებით, მორალურად.

სრულად წაკითხვა