,,დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა” – გიორგი კეკელიძე მამა გახდა

2 days ago 9

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და მისი მე­უღ­ლე მარი­ამ სო­სე­ლია მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. მათ გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, ახალ­შო­ბილს კეკე და­არ­ქვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აქ­ვეყ­ნებს.

“დღეს კეკე კე­კე­ლი­ძე და­ი­ბა­და. მე იქ ვი­დე­ქი, სა­დაც მა­რი­ა­მი იწვა. თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი მქონ­და და შე­იძ­ლე­ბა ვლო­ცუ­ლობ­დი. შე­იძ­ლე­ბა, რად­გან არის ლოც­ვა, რო­მე­ლიც არ გახ­სოვს, რად­გან ამ ლოც­ვას სხე­უ­ლად სი­ტყვე­ბი არ აქვს და ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი და ძლი­ე­რი ლოც­ვა. ლოც­ვა ღელ­ვი­სას. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, მა­მა­ჩემ­მა სი­გა­რე­ტი გა­მო­მი­წო­და. გა­მიკ­ვირ­და – რა უნ­დო­და აქ, მკაც­რი წე­სე­ბით მო­ცულ ოთახ­ში სი­გა­რეტს. სი­გა­რე­ტი გა­მიკ­ვირ­და. მა­მა­ჩე­მი რომ იყო – არა. “მე ხომ არ ვე­წე­ვი” – ვუ­თხა­რი მა­მა­ჩემს და მა­მა­ჩემ­მა მი­თხრა – “აღარც მე. გა­და­აგ­დე.””მაგ­რამ შენ ხომ…” – და აღარ გა­მაგ­რძე­ლე­ბი­ნა.

პირ­ზე თითი მო­მა­დო. მერე გა­ი­ღი­მა და გა­ვი­და. გუ­შინ მისი და­ბა­დე­ბის დღე იყო. დღეს კე­კე­სია. მა­მა­ჩე­მი ათი წლის. წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­ჩემს სი­გა­რე­ტი უყ­ვარ­და. კი არ უყ­ვარ­და, სულ სევ­დით იყო და ღელ­ვით და ამით ცდი­ლობ­და მოკ­ვლას. და მგო­ნი იქაც ეწე­ო­და. დღეს გა­ცო­ცხლდა და სი­გა­რე­ტი გა­და­აგ­დო. რად­გან კეკე და­ი­ბა­და. ჰოდა, გუ­ლის­ცე­მა, რო­მე­ლიც აქამ­დე გვეს­მო­და – და­ვი­ნა­ხეთ.და ჩვენ, მა­რი­ამ­მა და მე, კე­კეს და­ვახ­ვედ­რეთ ფიქ­რი, სა­დაც ასე წე­რია: ვი­ცით, რომ სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც ჩვენ­გან მო­გე­ცა, არის მეტ­წი­ლად უსა­მარ­თლო და დე­და­მი­წა, დიდ­წი­ლად, უგ­ვა­ნი ფიქ­რე­ბის ას­პა­რე­ზი.

ვი­ცით, რომ იმ წლებ­ში, რო­მე­ლიც დღე­ი­დან აით­ვლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ხვდე­ბა ტკი­ვი­ლი, დარ­დი, შური, ცი­ლის­წა­მე­ბა და ღა­ლა­ტი და ყვე­ლა ეგ ტკი­ვი­ლი წი­ნას­წარ გვტკი­ვა და ყვე­ლა ეგ დარ­დი ჩვე­ნი­ცაა წი­ნას­წარ­ვე. ამის გამო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ. მაგ­რამ რად­გა­ნაც, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს სი­კე­თე, სი­ნა­ნუ­ლი, მი­ტე­ვე­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა და სი­ხა­რუ­ლი და ამის გა­მოც ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ვეც­დე­ბით, რომ გას­წავ­ლოთ, რაც გვი­ნა­ხავს და გა­მოგ­ვიც­დია, რაც შეგ­ვშლია ან ამ წუ­თი­სო­ფელს შეშ­ლია ჩვენ­თან, რათა მცი­რე მე­ხამ­რი­დად მა­ინც გა­მოვ­დგეთ და ისე გა­ი­ა­რო ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის მის­ტე­რია, რომ იცო­დე – ადა­მი­ა­ნი არის ცოდ­ვა, რო­მელ­საც ჩა­ი­დენს და მო­ი­ნა­ნი­ებს.

მეტი არა­ფე­რი. ან ამა­ზე მეტი რა უნდა იყოს? ეს არის მთა­ვა­რი ძალა, რი­თაც ღმერ­თს ემ­სგავ­სე­ბა. და­უშ­ვი შეც­დო­მე­ბი. იტი­რე. იცი­ნე. იგ­რძე­ნი დარ­დი და შე­ა­და­რე სი­ხა­რულს. იგ­რძე­ნი სი­ხა­რუ­ლი და დარდს შე­ა­და­რე. იყა­ვი ადა­მი­ა­ნი. ჩვენ შენ გვიყ­ვარ­ხარ”, – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

სრულად წაკითხვა