საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
დღეს, როდესაც რუსეთში სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავდნენ უკრაინამ გამორჩეულად მასშტაბური და სინქრონიზებული შეტევა განახორციელა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზებზე და თანაც, თუ სრულად არა, როგორც მინიმუმ ნაწილობრივ მაინც, უშულოდ რუსეთის შიგნიდან:
– ოლენიას ავიაბაზაზე მურმანსკში;
– ბელაიას ავიაბაზაზე ირკუტსკში;
– ივანოვის ავიაბაზაზე ივანოვოში;
– დიაგილევოს ავიაბაზაზე რიაზანში;
იწვის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაც სევერომორსკში, მურმანსკში.
განადგურებულია რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ნაწილი. დრონების განმეორებითმა დარტყმებმა რუსეთის დღის დანაკარგი მილიონებში კი არა მილიარდებში გაიყვანა. მაგრამ რეპუტაციული ზიანი ყველაზე მნიშვნელოვანია და თანაც გამოჩნდა რომ არ არსებობს მიუწვდომელი ადგილები.
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ რუსეთი დამარცხებადია, მით უფრო ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.