8
საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა საქართველოს შესახებ არ უსაუბრია.
კოსის განცხადებით, გაფართოების პოლიტიკა ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატ ქვეყნებში შიდა რეფორმების განხორციელებას – საკითხს, რომელზეც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასაც არაერთხელ მიუთითებდა.
ევროკომისარი აცხადებს, რომ 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების პროცესისთვის „რეკორდული წელი“ იქნება. ამ პროცესში მოწინავე პოზიციებზე მან მონტენეგრო და ალბანეთი დაასახელა, ხოლო გაფართოების დღის წესრიგში უკრაინა და მოლდოვაც რჩებიან.
საქართველო, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, კოსის მიერ დასახელებულ მოწინავე ქვეყნებს შორის არ მოხვედრილა.
ლელოს ერთ–ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, მედიასთან ამბობს:
დღეს საერთოდ აღარ ვართ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და გამოხატულება. აღარც კი განვიხილებით, როგორც თუნდათ თეორიული, პერსპექტიული პარტნიორი. სრული ჩახსნა ევროატლანტიკური გაფართოების დღის წესრიგიდან ნიშნავს ნაკლებს ინვესტიციას, ნაკლებ დასაქმებას, ნაკლებ პერსპექტივას და ნაკლებ შანსებს და ამ ქვეყნის იზოლირებულ უფერულ კუნძულად გადაქცევას, სადაც იქნება ნეპოტიზმი, კორუფცია.
საერთაშიროსო alia.ge