2
კახა კალაძე აცხადებს:
„მინდა, კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია ნაძვის ხის ანთების ღონისძიებასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით პატარებს ექნებოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას. რასაკვირველია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ თუნდაც რადიკალები საკუთარი თანაქალაქელების წინააღმდეგ ასეთ სახალხო ღონისძიებაზეც დაგეგმავდნენ პროვოკაციებს…
დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე“