1
გერმანული ენის მცოდნე ადამიანებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან საპროტესტო მსვლელობა პარლამენტისკენ დაიწყეს.
ამის პარალელურად, ფილარმონიასთან მე-6 სკოლელების აქცია იმართება და სავარაუდოა, რომ მოცემული ორი მარში გაერთიანდეს და პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გადაინაცვლონ.
მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია – ისინი რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.