რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომღერალი ნინო ქათამაძე იმყოფება – როგორც მან ”პირველებთან” განაცხადა, დღეს ქართული ხელოვნება მთავარი დარტყმის ქვეშ არის.
დღეს ქართული ხელოვნება არის მთავარი დარტყმის ქვეშ. ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთად ყოფნა, ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთმანეთის გაცნობა. ჩვენ არ ვიცნობდით აქამდე ეს ადამიანები ერთმანეთს. მილიონობით ადამიანი არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ ვაღიარეთ ერთმანეთი, გვიყვარს ერთმანეთი, ეს არის მთავარი ძალა, მთავარი იარაღი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობა იმ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ჩვენი მომავალი ცხოვრება არის ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ. ასე, რომ ამ ერთმანეთის იმედის ძალას. საერთაშორისო საზოგადოებაც ხედავს ამ ჩვენს ერთობას და მზადყოფნას და იმისთვის, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ჩვენი გზა არის ევროპაში”, – ამბობს ნინო ქათამაძე.