“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ემიგრაციაში მყოფი ნანა სურმანიძე მწვავე შეფასებებს აკეთებს საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით, ასევე პარტიის ლიდერების პატიმრობასა და ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მხრივ მოსალოდნელ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:
“ქვეყანაში არსებული კრიზისი არაა უბრალოდ პოლიტიკური დაპირისპირება – ეს არის დემოკრატიის სისტემური დანგრევა.
დღეს უკვე რეალურად დადგა საფრთხე, რომ ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის უფლება წაერთვათ და ქვეყნის ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდონ. მსგავსი მასშტაბის პრობლემები თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში თითქმის არ არის, საქართველოში კი ეს უკვე ყოველდღიურობად იქცა.
ოპოზიციური პარტიების მიზანმიმართული დევნა, მათი ლიდერების დაკავება და პოლიტიკური სივრცის შეზღუდვა მძიმე რეალობად იქცა. ციხეში იმყოფებიან ჩვენი პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარტიის გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე – ჩვენი პარტიის ორი ლიდერი პოლიტპატიმარია. პატიმრობაში იმყოფებიან სხვა პარტიის ლიდერებიც და ათობით ახალგაზრდა სინდისის პატიმარი, რომლებიც თავისუფლებას იმსახურებენ, ისინი დღეს ციხეში მხოლოდ იმიტომ არიან, რომ თავიანთ პოზიციას ხმამაღლა გამოხატავდნენ.
საუბედუროდ, ათასობით ემიგრანტს იძულებით გვაქვს დატოვებული ქვეყანა.
ჩვენ არ გვქონდა არჩევანი, ხოლო ის სახელმწიფო, რომელიც დიდწილად ჩვენი გზავნილებით არსებობობს, დღეს იმავე ხალხს საარჩევნო ხმის უფლებას გვართმევს. დღეს ხმებს გვართმევენ ხვალ საქართველოს წართმევას შეეცდებიან…
ხომ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: თუ ემიგრანტების შრომა და მათ მიერ გამოგზავნილი თანხები არ იქნებოდა, რა მოუვიდოდა ქვეყანას ამათ ხელში?
თუ ასე გაგრძელდა, შემდეგი რა იქნება?
დამუქრება? დევნა? ძალადობა?
ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ დემოკრატიის დაკნინება არასდროს ჩერდება ხმების წართმევაზე, ამას ყოველთვის მოჰყვება უფრო მძიმე, დრამატული ნაბიჯები.
ჩემი სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს!
ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს!
მე მჯერა საქართველოსი!
მჯერა, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი ადამიანი გულით ემსახურება, ვერასდროს დაინგრევა.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი ქვეყანა“, – აცხადებს ნანა სურმანიძე.

10 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·