“როცა დათვრნენ, ჯერ ერთმანეთს უჭახუნეს ჭიქები, მერე მუშტები დასცხეს, მერე კი ამ “გმირმა” თანამესუფრეს ჯერ კისერში ოცჯერ ჩაარტყა დანა, მერე კი თითები მოაჭრა.

ცხედარი მან ჭაობიან, უკაცრიელ ადგილას ჩაფლა და მისი ნაწილებიღა იპოვეს.

ეს ამბავი 2022 წელს მოხდა, ვლადიმირ ივანოვი იმავე წელს დააკავეს და 20 წელიც მიუსაჯეს, მაგრამ რა თქმა უნდა, უკრაინაში წავიდა. დაბრუნდა და აი…

ივანოვი მანამდეც იყო დაკავებული: ბავშვობაში ძმა სასტიკად, ნიჩბით სცემა და დააინვალიდა…