WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ბოლო ვადაა.

მათ ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.

“მნიშვნელოვანია, პროგრამების არჩევამდე აბიტურიენტმა გაითვალისწინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობა და მიმდინარე კონკურსი ასევე ყურადღება მიაქციოს ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. წარმატებას ვუსურვებთ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის უფლების მქონე აბიტურიენტებს,”- აცხადებს თამარ მემანიშვილი.