ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია დაიბარეს

1 week ago 6

47

ე.წ. საგამოძიებო კომისია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას იბარებს. ამის შესახებ წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან”, – განაცხადა წულუკიანმა.

არსებული ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა