ე.წ. საგამოძიებო კომისიამ “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარა. ინფორმაციას კოალიციის ერთ-ერთი წევრი, თენგო თევზაძე ავრცელებს.
“ნიკა მელიაც დაიბარეს, როგორი დამთხვევა ერთი კოალიციის სამ ლიდერს ერთდროულად რომ იბარებენ! ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე – ნეტა რა სისტემით იბარებენ ხალხს? პარტიების მიხედვით არ იკადრებდნენ და შემთხვევით ანბანის მიხედვით ხომ არ შვებიან?”, – წერს თევზაძე.