WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია – მედიის ინფორმაციით, ის ლაშა ლეთოდიანია, რომელიც ცაგერის საკრებულოში “ქართული ოცნების” სიით გავიდა, ამჟამად კი ოცნების მოკავშირე “ხალხის ძალას” წარმოადგენს

შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი 2 დღის წინ დააკავა. 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდია”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 29-ვე დაკავებულს, მათ შორის, ლეთოდიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა