“ეგ თუა კულტურა და მაშინ არც მტყუანისთვის დედისპრო@ის შეგინება უნდა ჩამითვალოთ უკულტურობად” – ნიკა ქავთარაძე

1 hour ago 3

4

მსახიობი, ნიკა ქავთარაძე:

რამდენიმე ამბავი:

1. 3 დღეა, მესამე თვე დაიწყო, რაც სიგარეტი არ მომიწევია – ერთი ღერი კი არადა, ერთი ნაპასიც კი.
და პირველი შემთხვევაა, როცა ამდენი ხნის მერეც მინდება მოწევა. მინიმუმ – ერთხელ დღეში.

2. რამდენიმე FB ჯგუფიდან გამოვედი დღეს.
სასწაული ხდება. ადამიანები არიან შოკში. ისეთ კითხვებს სვამენ საჯაროდ, რომელზე საჯარო პასუხებსაც, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდო.
რა დაგემართათ ხალხოოოო?! – ამის ყვირილი მომინდა დაახლოებით
ასჯერ და მერე გამოვედი ჯგუფებიდან, რადგან ყვირილის უფლებას შინაგანი კულტურა არ მაძლევდა.

3 . ასე მსუბუქად გადავედი კულტურის თემაზე – ერთერთი საუკეთესო პოეტი ზვიად რატიანი და ასევე ერთერთი საუკეთესო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია, ქართული და მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი, პაატა ბურჭულაძე ციხეშია, გელათი ნადგურდება ყოველდღიურად.
კინოს, სპექტაკლს და გამოფენას, ქოცის გარდა არავის უფინანსებენ. ქართულად ეგ მინისტრი ვერ აბამდა 4 სიტყვას და მარტო
საკუთარ უნარებზე, ნიჭზე და ჩანთებზე ლაპარაკობდა.
ეგ თუა კულტურა და კულტურაზე ზრუნვა, მაშინ არც გაბრაზებულზე, მტყუანისთვის დედისპრო@ის შეგინება უნდა ჩამითვალოთ უკულტურობად, ჩემო ზრდილობის, კულტურის და მორალის განსახიერება FB საზოგადოებავ.

სრულად წაკითხვა