“ეგ კაცი ნებით არ მიდის და იძულებით წასვლას დამხობა ჰქვია” – ლელა ჯეჯელავა

3 days ago 2

ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ლელა ჯეჯელავა და 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვით მიმართავს საპროტესტო აქციების მონაწილეებს:

მხოლოდ საპროტესტო ელექტორატთან მაქვს კითხვა:

რუსთაველზე მე ვერ ვარ ყველაზე ხშირად. ამიტომ მეამაყება და ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, ვინც უწყვეტად იქ დგომით შეინახა პროტესტის ნაღვერდალი, არ გააცივა და დღემდე მოიტანა. ჩემი სუბიექტური აზრით, მათი ღვაწლი სინდისის პატიმრების ღვაწლს არ ჩამოუვარდება ქვეყნის წინაშე.

მაგრამ, როგორც კი რამე თარიღი დასახელდა და ასეთი ბევრი იყო, იმისგან განურჩევლად სალომე ზურაბიშვილმა მომიწოდა, არასამთავრობოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ მედია პლატფორმებმა, ყოველთვის იქ ვიყავი.

ჰოდა, ამ 4 ოქტომბერზე, პაატა ბურჭულაძის დაანონსებულ თარიღზე, რატომ უნდა ვიყოყმანოთ – “მივიდეთ თუ არა”?!

მოიცა, ვინმე ხართ ისეთი, ვისაც ივანიშვილის წასვლა არ გინდათ? თუ გინდათ, ეგ კაცი ნებით არ მიდის და იძულებით წასვლას დამხობა ჰქვია. ეს ისე, თუ დამხობასთან დაკავშირებით ვინმეს ჭმუნვები გაქვთ😊“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა