“ეგონათ, 9 მაისს მოსკოვს დავარტყამდით, მაგრამ კიევის გეგმა სულ სხვა იყო – პუტინი საკუთარ ხაფანგში გაება” – ვანო ნადირაძე

4 hours ago 2

9 მაისმა ჩაიარა, ყველა ელოდებოდა რომ მოსკოვს დავარტყავით დრონებით და ასე შემდეგ.

ეს სულაც არ იყო გეგმაში , გეგმა სულ სხვა იყო და ის წარმატებით განხორციელდა, პუტინი საკუთარ ხაფანგში გაება და საერთოდ ეს პარადი სულაც არ იყო რუსული , ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩინური ,სადაც ლიდერი იყო სი ძინპინი ხოლო პუტინი ვეზირი, რომელმაც იმპერატორს გასართობი წვეულება მოუწყო.

მოკლედ როგორც ადრეც დავწერე მოსკოვს იცავდა 280 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი , რომელიც ფაქტიურად სამ ფენად იყო მოსკოვზე შემოვლებული და სადაც მართლა ბუზიც ვერ შეფრინდებოდა.

ქალაქი რომელიც პუტინმა ფაქტიურად სამი დღის განმავლობაში ბუნკერად აქცია და ეს გააკეთა იმის სანაცვლოდ რომ, სტრატეგიული ობიექტებიდან მოხსნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.

ისეთი ობიექტებიდან მოხსნა , რომელზეც ალბათ მანამდე ვერც ვიოცნებებდით რომ მივწვდებოდით.

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით უპილოტოების ნიაღვარი გაუშვა, ეს მარათონი გრძელდებოდა შეუჩერებლად ორი დღის განმავლობაში. სერიოზული ზიანი მივაყენეთ მოსკოვის ოლქში აერდრომ “კუბინკას” სადაც განლაგებული იყო “სტერჟის” და “ვიტიაზის” საავიაციო დანაყოფები.

უდიდესი ზარალი მივაყენეთ კალუგის ოლქში ” შოიკოვოს” ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო აეროდრომს, ზარალი მივაყენეთ ათეულობით ლოჯისტიკურ ცენტრებს, საწყობებს, საწარმოებს. გამოვიწვიეთ საჰაერო აპოკალიფსი ,რა დროსაც ორი დღის განმავლობაში რუსეთის ევროპულ ნაწილში ყველა აეროპორტი გავაჩერეთ , მოსკოვის ვნუკოვოს და შერემეტოვოს აეროპორტები.

უკრაინამ ერთი პოპულისტური აფეთქების მაგივრად სადღაც მოსკოვის რომელიღაც ქუჩაზე , რომელიც არაფერს განსაკუთრებულ ზიანს არ მოიტანდა, რუსეთს მიაყენა მილიარდობით ზარალი.

ყველაზე მთავარი მსოფლიოს დაანახა შეშინებული პუტინი და თვითონ რუსებს დაანახა ნამდვილი უკვე დაუძლურებული რუსეთი , რომელიც ჩინეთის პროვინციის დონეზე დაიყვანა პუტინმა.

მოკლედ , ამ დღეებში ძალიან სწრაფად შეიცვლება მოვლენები და პუტინს ეს პარადი ყელში გაეჩხირება. არ გამოვრიცხავ რომ დღეს ან ხვალ გამწარებულმა სარაკეტო დარტყმა მოგვაყენოს სტრატეგიული ავიაციით და ბალისტიკური რაკეტებით , რომელიც არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ ამჯერად ეს იქნება ბოლო ის რასაც შეძლებს და ამით დამთავრდება პუტინი.

დიდება ჩვენს სამშობლოს 

დიდება უკრაინას 

სრულად წაკითხვა