WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23

რატომ უნდა აიკრძალოს ხუთივე ოპოზიციური პარტია და საქართველოსთვის რა იქნება უფრო სწორი? – ეს კითხვა, საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ სარჩელის ავტორებს დაუსვა.

მოსამართლე ევა გოცირიძე: იქნებ გაუადვილოთ სასამართლოს და მაინც ცალკე წარმოადგინოთ პოლიტიკური პარტიების იმ ქმედებების ნუსხა იქნება თუ მტკიცებულებები, რომელიც უკავშირდება ძალადობასთან მათ კავშირს – ან კონკრეტული განცხადება, ან ძალადობისკენ მოწოდება, ან კონკრეტული დაფინანსების ფაქტი ან რაღაც ფაქტი.

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: ქალბატონი ევას თხოვნის გაგრძელებაა ჩემი თხოვნაც, თქვენ ამ სარჩელში 5 პარტიას ამხელთ საკმაოდ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებებში. ამ ეპიზოდებს თავის ფიგურანტები, მონაწილეები ჰყავს. შეგიძლიათ გაგვიმარტივოთ საქმე, წარმოგვიდგინოთ მტკიცებულება, რომელი პარტიის რომელ ლიდერის ან წევრის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა ან კანონის ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი. 

არჩილ გორდულაძე: ეს იმდენად საყოვლეთაოდ ცნობილი ფაქტებია, რომ ნებისმიერმა იცის. შეგვიძლია რა თქმა უნდა…

მოსამართლე ევა გოცირიძე:ზოგადი ამ თანხმობისა, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ დამხობაში, რაიმე კონკრეტული თუ გაქვთ?

არჩილ გორდულაძე:  დიახ, წარმოდგიდგენთ თითოეული პირის თითოეულ განცხადებას გაშიფრულად. 

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი: განცხადებები ბევრია ვიცი, მე ვიძახი მუხლების მიხედვით. 

გოცირიძემ “ოცნებას” ჰკითხა, ოპოზიციის აკრძალვა უფრო ეფექტური იქნება თუ პოლიტიკური კულტურის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაზე პასუხადაც არჩილ გორდულაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვას “ოცნება” პრევენციისთვის ითხოვს, რათა შემდეგ სხვებმაც ანალოგიური ქმედბებისგან სხვებმა თავი შეიკავონ.

მოსამართლე ევა გოცირიძე: ნახეთ,  რა გამოდის, რომ მთლიანობაში 5-ზე მეტი პარტია, მაგალითად 10 იყოს არაკონსტიტუციური?ეს რაღაცა სტანდარტი, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ ძალიან დადაბლებული ხომ არ არის? საქართველოსთვის რა იქნება უფრო სწორი და სასამარგებლო, რომ დაიწიოს თუ უფრო მაღალაი სტანდარტი დაადგინოს. 

არჩილ გორდულაძე:  პრობლემა არის საქართველოს დემოკრატიისთვის, როდესაც ამდენი პარტია არსებობს, რომელიც მიზანმიმართულად, ერთობლივად და სსტემატიურად არღვევენ კონსტიტუციას.  მთავარი არ არის რაოდენობა, არამედ დარღვევის ხარისხი. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: ასეთი მეთოდები უფრო ეფექტური იქნება თუ პოლიტიკური კულტურის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები? რას ფიქრობთ?

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ დადასტურდება, რომ იმ ფაქტების ჩადენა, რაც ჩვენს სარჩელში გვაქვს მითითებული, არის კონსტიტუციის დარღვევა და ეს იქნება სხვა პარტიებისთვის პრევენცია, რომ აღნიშნული ქმედებებისგან თავი შეიკაონ.  ამ პროცესსაც კი პრევენციული მიზანი აქვს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმისა, რომ ასეთი შედეგიც დადგება, რომ ზუსტად ამ ქმედებების შეფასების და სასამართლოს დადასტურების, რომ ესენი დიახაც არიან კონსტიტუციის დამრღვევევი, სხვა პარტიებმა იგივე არ უნდა ჩაიდინონ. 

,,

გეკითხებით იმას, რომ სტანდარტი როგორი უნდა დაადგინოს სასამართლომ საქართველოსთვის, რა იქნება უფრო სწორი და სასარგებლო, რომ დასწიოს თუ უფრო მაღალი სტანდარტი დაადგინოს და მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების შეფასება დაუკავშიროს ძალიან ბევრ გარემოებას. როგორ იქნება ის აღქმული საზოგადოებაში, საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ და რა არის ის ნამდვილი ინტერესი და ნამდვილი სიკეთე, რომელსაც ეს მოიტანს, ეს უნდა გაითვალისწინოს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ?” — იკითხა მან.

ევა გოცირიძის კითხვაზე ქართული ოცნების წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ “რაოდენობაში არ არის საქმე”, მათი “თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში”.  (tvpirveli)