ევროკავშირი რეპრესიებში მონაწილეობის გამო 28 რუსი მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. მათ შორისაა მოსამართლე, რომელმაც ნავალნის სარჩელი უარყო „ეხო მოსკვისა“ და გენერალური პროკურორის, ჩაიკას წინააღმდეგ.
ევროკავშირის საბჭო სანქციების სიაში შესული პირები პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებში ალექსეი ნავალნის, მისი თანამოაზრეების, ადვოკატების, ჟურნალისტებისა და სხვა აქტივისტების საქმეებში.