ევროკავშირის დროშები ბრიუსელში ევროკომისიის ბერლემონის შენობის წინ. ფოტო: Unsplash / Guillaume Périgoisადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში იგეგმებოდა, განუსაზღვრელ დრომდე გადაიდო. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
ტექნიკური შეხვედრის გადადება თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მოხდა, რაც მაღალი დონის ჩართულობის არარსებობით ხასიათდება. 2025 წლის გაფართოების ანგარიშში კომისიამ მკვეთრად გააკრიტიკა საქართველო თითქმის ყველა სფეროში უკუსვლის გამო და განაცხადა, რომ მას „კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“. 18 ნოემბერს ევროკომისიის გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიიწვიეს.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომელთა სამიზნეებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და ლგბტ+ პირები არიან, უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, გაათავისუფლოს ისინი, ვისაც პოლიტიკურად პატიმრად მიიჩნევს და ზოგადად შეცვალოს კურსი.
This post is also available in: English
Read Next
17/11/2025 - 14:22
საქართველოს ხელისუფლება 2026 წლიდან Erasmus+-ის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს
25/03/2025 - 14:40
მოსაზრება | “ქართულ ოცნებას” ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება ჯერ არ დაუსრულებია
27/01/2025 - 16:24
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმს უჩერებს
01/12/2024 - 19:00
ევროკავშირის ლიდერები „წუხილს გამოთქვამენ“ ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო
29/11/2024 - 12:45
ელჩი ჰერჩინსკი: სრულიად ახალი, „გულსატკენი“ რეალობა
18/11/2024 - 14:27

1 week ago
13







English (US) ·
Georgian (GE) ·