ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 35 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.
„ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს “დიდი შვიდეულის“ ERA-ს [შემოსავლების საგანგებო დაჩქარება] და Ukraine Facility-ს საკრედიტო ინიციატივის საშუალებით, 35 მილიარდი ევროთი 2025 წლისთვის“, – დაწერა მან მან სოციალურ პლატფორმა X-ში.
დომბროვსკისმა ასევე აღნიშნა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უკრაინის პირველ ვიცე პრემიერ-მინისტრს, იულია სვირიდენკოს შეხვდა.
„განვიხილეთ გაფართოება და ნაბიჯები უკრაინის ევროკავშირის ერთიან ბაზართან დასაახლოებლად“, – დაწერა ვალდის დომბროვსკისმა.