ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, რომლებიც რუსეთის საფინანსო სისტემაში, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ქსელსა და დეზინფორმაციულ კამპანიებში არიან ჩართულნი. ახალ სიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც EU’s Official Journal -ში შეტანენ და კანონიერ ძალას მიიღებს.
სანქციების ძირითადი დეტალები:
საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი: ძირითად სიაში დაემატა 113 პირი და ორგანიზაცია, მათ შორის 50 რუსული ბანკი, ენერგეტიკული კომპანიები, ბიზნესლიდერები და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხელშემწყობები.
ჰიბრიდული საფრთხეები: ჰიბრიდული საქმიანობის რეჟიმით 31 პირი და სუბიექტი დაისჯება. წყაროების ცნობით, ეს ზომები გერმანიაში, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში დრონით თავდასხმის მცდელობაზე რეაგირებაა, რაშიც ბერლინი მოსკოვს ადანაშაულებს.
კიბერუსაფრთხოება: მესამე ჩარჩოს ფარგლებში კიბერშეტევებთან დაკავშირებული ერთი პირიც დაემატა.
მოსკოვი ტრადიციულად უარყოფს ჰიბრიდულ ომში, დივერსიულ ოპერაციებსა თუ კონფრონტაციის დაგეგმვაში რაიმე სახის მონაწილეობას.
odishinews საერთაშორისო