ევროკავშირის ექვს ქვეყანას სურს შემცირდეს რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასი

4 hours ago 1

ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ ევროკომისიას მიმართა მოწოდებით შემცირდეს რუსეთის ნავთობზე დაწესებული მაქსიმალური ფასი, რომელიც უწინ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა განსაზღვრეს 60 დოლარით ბარელზე. ამ ცნობას ავრცელებენ როიტერსი და სხვა საინფორმაციო საშუალებები.

დოკუმენტს ხელს აწერენ ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოები. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თვლიან, რომ მაქსიმალური ფასის შემცირებას მოჰყვება რუსეთის მოგების შეკვეცა - ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვი ვეღარ შეძლებს უწინდელი მოცულობით დააფინანსოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. "რაც ნაკლები იქნება რუსეთის ნავთობის ფასი, მით უფრო მალე დადგება მშვიდობა" - განაცხადა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მალმერ სტენგარდმა.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, ამ ახალი დოკუმენტის ხელმომწერთა ჩათვლით, უკვე გარკვეული ხანია ცდილობს მიაღწიოს რუსეთის ნავთობის ფასის შემცირებას, თუმცა ამ საკითხზე კონსენსუსი არც ევროკავშირის და არც დიდი შვიდეულის წიაღში არ არის. დასავლეთის ქვეყნების მიერ შემოღებულ მაქსიმალურ ნიშნულს ზოგიერთი ქვეყანა არ ემორჩილება. რუსეთი თავის ნავთობს ძირითადად ყიდის ჩინეთსა და ინდოეთში. "დოიჩე ველე" აღნიშნავს, რომ ეს ნავთობი დიდი ფასდაკლებით იყიდება მსოფლიოში არსებულ ფასებთან, ანუ ბარელზე 80 დოლართან შედარებით - თუმცა რუსეთისთვის ეს ბაზრები მაინც უფრო მომგებიანია, ვიდრე დასავლეთი, იქ მოქმედი ფასის შეზღუდვის გამო.

სრულად წაკითხვა