ევროკავშირის ლიდერები პირველად შეთანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების ერთი წლით გაგრძელებაზე

2 hours ago 3

ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს 12 თვით გააგრძელებს. მანამდე სანქციების გაგრძელება ყოველ ექვს თვეში ხდებოდა. ვადის გაზრდას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის დღეს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების 12-თვიანი პერიოდებით გაგრძელებას მხარი დაუჭირეს 18 ივნისს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც გვიან ღამით დასრულდა.

გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უნგრეთში 2026 წლის აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ დამარცხდა და მთავრობაში მოვიდა პარტია „ტისა“ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას პრესმდივანმა 18 ივნისს გვიან ღამით ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების არა 6, არამედ 12 თვით გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებულია და ფორმალურად უახლოეს ხანში დამტკიცდება.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომას გარკვეული დროით დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

სრულად წაკითხვა