„ინტერ რაო“, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია და საქართველოში რამდენიმე მსხვილ ენერგოაქტივს არაპირდაპირი გზით ფლობს, ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაწესებული სანქციების სიაში შევიდა.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ „ინტერ რაო“ იმიტომ დასანქცირდა, რომ ის რუსეთის მთავრობას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს თავისი შემოსავლების, გადასახადებისა და დივიდენდების მეშვეობით.
საქართველოში „ინტერ რაო“ თავის აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული ორი შვილობილი კომპანიის – Silk Road Holdings B.V.-სა და Gardabani Holdings B.V.-ს მეშვეობით აკონტროლებს.
bm.ge-ს ინფორმაციით, Silk Road Holdings ფლობს „თელასი“ ჯგუფის 75.47%-იან წილს. ჯგუფში შედიან ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანია „თელასი“ და მომწოდებელი „თელმიკო“, რომლებიც თბილისელ მომხმარებლებს ემსახურებიან.
„გარდაბანი ჰოლდინგს ბ.ვ.“-ს მეშვეობით, „ინტერ რაო“ ფლობს ხრამჰესი I-სა და ხრამჰესი II-ის ჰიდროელექტროსადგურებს. 2020 წელს მათზე საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 3.6% მოდიოდა.
„ინტერ რაო“ ასევე ჩართული იყო საინვესტიციო დავაში საქართველოს მთავრობასთან. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ „ინტერ რაოსთან“ 76 მლნ აშშ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრს (ICSID) „ინტერ რაოს“ შვილობილმა კომპანიებმა – „გარდაბანი ჰოლდინგმა“ და „სილქ როუდ ჰოლდიგნმა“ 2017 წელს მიმართეს და ისინი ელექტროენერგიაზე განსაზღვრული ახალი ტარიფების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. კერძოდ, 2014 წელს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენისას ლარის გაუფასურების კომპონენტი არ გაითვალისწინა და ელექტროენერგიის გადასახადი იმაზე უფრო ნაკლებით განსაზღვრა, ვიდრე ამას კომპანია ითხოვდა, რაც მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მათთან დადებულ ხელშეკრულებებს არღვევდა.
This post is also available in:

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·