ევროკავშირის შემდეგ “ქართული ოცნებას” ლონდონიც აფრთხილებს

7 hours ago 3

ევროკავშირის შემდეგ “ქართული ოცნებას” ლონდონიც აფრთხილებს – დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ქმდებები უპასუხოდ არ დარჩება.

ამის შესახებ სტივენ დაუთმა თემთა პალატიდან ერთ ერთი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

დაუთმა პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს არჩევნებიდან ოპოზიციის ჩამოშორებას.

ლონდონი ივანიშვილის ხელისუფლებას სასამართლოს ბოროტად გამოყენების შეწყვეტისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სერიოზულად გვაწუხებს ქართული ოპოზიციონერებისთვის ბოლო დროს გამოტანილი განაჩენი. ეს სასჯელი, აშკარად, პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს მომავალ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის დაბლოკვას.

23 ივნისს მე მოვუწოდე “ქართულ ოცნებას”, შეეწყვიტა სასამართლოების ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ჩენ კვლავ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოშ აგუარესებულ სიტუაციას. 2 ივლისს მე ვუხელმძღვანელე საგანგებო შეხვედრას სმგავსი შეხედულებების მქონე ევროპულ დემოკრატიებთან საქართველოსთან დაკავშირებით, რათა შეგვეფასებინა სიტუაცია და გვემსჯელა, როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაგირება. ასევე, ჩვენმა ელჩმა საქართველოში “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასმხებთან დაკავშირებით ჩვენი წუხილი გადასცა.

ჩვენ კვლავ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა ვუპასუხოტ ბოლომოვლენებს. დიდიდ ბრიტანეთის მხარდაწერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცევ რჩება და ჩვენ მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი ქვეყნი დაბრუნებას ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ ნორმებთან, – განაცხადა დაუთმა.

სრულად წაკითხვა