„გაიწვიეთ ეს კანონი“ – გიორგი ჩაკვეტაძე

2 weeks ago 12

ახალი ამბები

2 მაისი, 2024 • 364

„გაიწვიეთ ეს კანონი“ – გიორგი ჩაკვეტაძე

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი.

“მიჭირს და რთულია, ვუყურო როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ”, – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მხარი დაუჭირა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთემა, ბუდუ ზივზივაძემ. 


2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა.  ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 1-ელ მაისს პარლამენტმა კანონი უკვე მეორე მოსმენით მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები უწყვეტ აქციებს მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ. შეკრების ძირითადი ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა, პერიოდულად იმართება მსვლელობები სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რამდენჯერმე გადაკეტეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც. რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი

    ასევე:
  • აქციის მონაწილეების თქმით, გმირთა მოედანზე თავს დაესხნენ
  • „ოცნების“ დეპუტატები სპორტსმენებს აკრიტიკებენ რუსული კანონის გაპროტესტების გამო
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი კობახიძეს ესაუბრა
სრულად წაკითხვა