ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს უყრის კენჭს

2 hours ago 2

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს. დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს, უკვე დამტკიცებულია საგარეო საქმეთა კომიტეტში და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, რეპრესიებსა და ევროკავშირთან დაშორებას აკრიტიკებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად შეცვალა ქვეყნის ევროპული კურსი. ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის, “ოცნების” გუნდის ლიდერების, მოსამართლეებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალურ სანქციებს და წევრ ქვეყნებს მათი გაფართოებისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტი ასევე აფრთხილებს, რომ თუ ივანიშვილის ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლას არ შეაჩერებს, შესაძლოა საფრთხე შეექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ანგარიშში პასუხისმგებლობა ამ პროცესზე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

ევროპარლამენტი აკრიტიკებს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებსაც, მათ შორის „იმედსა“ და „პოსტვ“-ს, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ანგარიშში საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზეც და აღნიშნულია, რომ მისმა დაკავებამ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

სრულად წაკითხვა